დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.119.016205 |
|
„ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №32 დადგენილებით დამტკიცებული (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge 04/09/2014, 010250050.35.119.016188) ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში (დანართი 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
მე-11 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4”. გამგეობის სამსახურებია: ა) ადმინასტრაციული სამსახური; ა.ა) საქმისწარმოების და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება; ა.ბ) წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება; ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; ბ.ა) საფინანსო-სახაზინო განყოფილება; ბ.ბ) საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება; ბ.გ) სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური განყოფილება; გ) ეკონომიკის, ქონების აღრიცხვის და მართვის სამსახური; გ.ა) აგრარულ საქმეთა განყოფილება; დ) ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახური; დ.ა) ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის განყოფილება; ე) ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური; ე.ა) ზედამხედველობისა და მოსაკრებლების განყოფილება; ვ) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური; ზ) შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა, და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახური; ზ.ა) სოციალურ საქმეთა განყოფილება; თ) კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური; ი) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური; კ) აუდიტისა და შიდა კონტროლის სამსახური (ექვემდებარება გამგებელს). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები