დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 72 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.122.016241 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №50 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ www.matcne.gov.ge სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016219 თარიღი 03/09/2014) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
1. ადგილობრივი თვითმმართველობის ატესტაციას/კონკურსს დაქვემდებარებული პირებისათვის განისაზღვროს შემდეგი მოთხოვნები:
ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word) დამაკმაყოფილებელი ცოდნა; გ) გარდა ამ დანართის მე-6 პუნქტთან განსაზღვრული შემთხვევებისა, შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; გ.ბ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” (I -VI თავი); გ.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი’ (I-IV,VI, XIII თავები); გ.დ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’; გ.ე) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება; გ.ვ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება; გ.ზ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულება; გ.თ) თითოეული თანამდებობის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაბამისი სამართლებრივი აქტები (საჭიროებისამებრ). 2. საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი და არანაკლებ 2 წლიანი საერთო შრომითი სტაჟი. 3. განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი და არანაკლებ 1 წლიანი საერთო შრომითი სტაჟი. 4. თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი და არანაკლებ 1 წლიანი საერთო შრომითი სტაჟი. 5. გამგებლის წარმომადგენლის, მთავარი სპეციალისტის, წამყვანი სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტის და სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ საშუალო განათლება და პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები. 6. 2015 წლის 1 ივლისამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობებზე დასანიშნად პირის მიერ გასავლელი კონკურსის სავალდებულო ეტაპის ან მოხელის ატესტაციის სავალდებულო ეტაპის - ტესტირების ჩატარების მეთოდიკა, თემატიკა, შეფასების კრიტერიუმები დგინდება კანონით განსაზღვრული შესაბამისი სამართლებრივი აქტით. 7. 2015 წლის 1 ივლისამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობებზე დასანიშნად პირის მიერ გასავლელი კონკურსის სავალდებულო ეტაპის ან მოხელის ატესტაციის სავალდებულო ეტაპის - ტესტირების ეტაპის მინიმალური გამსვლელი ზღვარი დადგინდეს მაქსიმაულურ ქულათა 60% ოდენობით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები