დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240070.22.037.016038 |
|
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრის №13/ნ ბრძანებით (სსმ III, 04.11.2009წ., №136, მუხ. 1561) დამტკიცებულ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. თავმჯდომარის მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში: ა) უმაღლესი განათლება (ხარისხი ბაკალავრი, მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული); ბ) მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი; გ) სასურველია უცხო ენის (ინგლისურის) კარგად ცოდნა; დ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; დ.ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ.გ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; დ.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ.ე) საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“; დ.ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“; დ.ზ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №8/ნ ბრძანება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“; დ.თ) სამშენებლო ნორმების და წესების ზოგადი ცოდნა; დ.ი) საოფისე კომპიუტერული პროგრამების: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Outlook Express, Internet Explorer - კარგად ცოდნა;". 2. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თავმჯდომარის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში: ა) უმაღლესი განათლება (ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული); ბ) მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი; გ) სასურველია უცხო ენის (ინგლისურის) კარგად ცოდნა; დ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; დ.ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ.გ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; დ.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ.ე) საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“; დ.ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“; დ.ზ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს N8/ნ ბრძანება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“; დ.თ) სამშენებლო ნორმების და წესების ზოგადი ცოდნა; დ.ი) საოფისე კომპიუტერული პროგრამების: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Outlook Express, Internet Explorer - კარგად ცოდნა". 3. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტის ,,გ.ე"ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ.ე) საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ"; ბ) მე-2 პუნქტის ,,გ.ე" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ.ე) საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ"; გ) მე-3 პუნქტის ,,გ.ე" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ.ე) საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ"; დ) მე-4 პუნქტის ,,გ.ე" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ.ე) საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ”; ე) მე-5 პუნქტის ,,გ.ე”ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ.ე) საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ”; ვ) მე-6 პუნქტის ,,ბ.ე" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ.ე) საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ"; ზ) მე-7 პუნქტის ,,დ.ე“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ.ე) საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ"; თ)მე-8 პუნქტის ,,დ.ე“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ.ე) საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ"; ი) მე-9 პუნქტის ,,ბ.ე“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ.ე) საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ"; კ) მე-10 პუნქტის ,,გ.ე" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ.ე) საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ"; ლ) მე-11 პუნქტის ,,გ.ე“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ.ე) საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ"; მ) მე-12 პუნქტის ,,ბ.ე"ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ.ე) საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ"; ნ) მე-13 პუნქტის ,,გ.ე“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ.ე) საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ"; ო) მე-14 პუნქტის ,,გ.ე" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ.ე) საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ";. 4. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტის ,,ა“ ,,ბ“ და ,,გ.ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) უმაღლესი განათლება (ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული); ბ) მუშაობის არანაკლებ 6 წლის სტაჟი; გ.ე) საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ"; ბ) მე-2 პუნქტის ,,ა“ ,,ბ“ და ,,გ.ე“ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) უმაღლესი განათლება (ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული; სასურველია შესაბამისი პროფილის ტექნიკურ დარგში); ბ) მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი; გ.ე) საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ”; გ) მე-3 პუნქტის ,,გ.ე”ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ.ე) საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ"; დ) მე-4 პუნქტის ,,გ.ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ.ე) საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ"; ე) მე-5 პუნქტის ,,ბ.ე”ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ.ე) საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ"; ვ) მე-6 პუნქტის ,,ბ.ე”ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ.ე) საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ"; ზ) მე-7 პუნქტის ,,გ.ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ.ე) საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ"; თ) მე-8 პუნქტის ,,გ.ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ.ე) საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ"; ი) მე-9 პუნქტის ,,ბ.ე”ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ.ე) საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ";. 5. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) უმაღლესი განათლება (სასურველია შესაბამისი პროფილის ტექნიკურ დარგში; ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული); ბ) მუშაობის არანაკლებ 6 წლის სტაჟი;“. 6. მე-12 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მუშაობის არანაკლებ 6 წლის სტაჟი, მათ შორის საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 4 წლის სტაჟი, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება“; ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი, მათ შორის, საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება"; გ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მუშაობის არანაკლებ 4 წლის სტაჟი“; დ) მეოთხე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, სასურველია საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება“; ე) მეოთხე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი, სასურველია საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება“; ვ) მეექვსე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მუშაობის არანაკლებ 4 წლის სტაჟი, სასურველია საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება“; ზ) მეშვიდე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, სასურველია საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება“; თ) მერვე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი, სასურველია საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები