დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აეროდრომების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 დეკემბრის №267 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 176 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 16/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.54.066.016076 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„აეროდრომების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 დეკემბრის №267 ბრძანებით დამტკიცებულ (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 310150000.54.066.016062) „აეროდრომების სერტიფიცირების წესში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. „აეროდრომის სერტიფიცირების წესის“ მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. სახელმძღვანელოს შესანახი ადგილი 1. აეროდრომის ექსპლუატანტი სახელმძღვანელოს მოქმედ ეგზემპლარს ინახავს აეროდრომზე, ხოლო სახელმძღვანელოს ასლი - ინახება სააგენტოში“. 2. აეროდრომის ექსპლუატანტმა სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელს შესამოწმებლად უნდა წარუდგინოს სახელმძღვანელოს მოქმედი ეგზემპლარი“.
2. „აეროდრომის სერტიფიცირების წესის“ 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ,,აეროდრომის ფრენების უსაფრთხოების სახელმძღვანელო/პროგრამა"უნდა აკმაყოფილებდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-19 დანართის და ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9859 (ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმძღვანელო) მოთხოვნებს. ,,აეროდრომის ფრენების უსაფრთხოების სახელმძღვანელო/პროგრამა" დამტკიცებამდე სავალდებულოდ თანხმდება სააგენტოსთან“.
3. დანართ №1-ის მე-4 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. საშიშ მასალებთან მოპყრობა. ა) საშიშ მასალებთან მოპყრობის პროცედურები და შენახვასთან დაკავშირებული მონაცემები უნდა შეიცავდეს: ა.ა) აეროდრომზე სპეციალური ადგილის გამოყოფას ადვილად აალებადი სითხეების (მათ შორის – ავიასაწვავის) და სხვა ნებისმიერი საშიში მასალის (ადვილად აალებადი მყარი მასალების, კოროზიული სითხეების, შეჭირხნული აირების, დამაგნიტებული ან რადიოაქტიური ნივთიერებების) შესანახად; ა.ბ) საშიში მასალების დადგენილი წესით შემოტანას, შენახვას და დამუშავებას, აგრეთვე, მისგან გათავისუფლებას“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები