„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 21/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.148.016226
28
10/10/2014
ვებგვერდი, 16/10/2014
010260010.35.148.016226
„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2014 წლის 10 ოქტომბერი

ქ. გორი

 

,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  61-ე  მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №5 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 08/08/2014; 010260010.35.148.016202) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

..გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

ბ) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო სამსახურის  დებულება (დანართი №1).“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო სამსახურის  დებულება“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1.  საბიუჯეტო სამსახური

1. გამგეობის საბიუჯეტო სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის  სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებასა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი