დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 აგვისტოს №30 დადგენლებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.127.016144 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 აგვისტოს №30 დადგენილების №1 (სსმ ვებგვერდი, 27/08/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.127.016130) დანართში:
,, 1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომ ტექსტში - ადმინისტრაციული სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს გამგეობის საქმიანობის ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტალურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას, ადამიანური რესურსების მართვას და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციას; 2) დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა). გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის ერთიანი საქმისწარმოების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, სამართლებრივ, საკადრო საკითხთა და გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; ადგილობრივი მნიშვნელობის არქივის წარმოება.“ 3) ამოღებული იქნეს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი. 4) მე-5-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: ,,4. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ადმინისტრაციული სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან გამგებლის შესაბამისი ბრძანებით უფლებამოსილი საჯარო მოხელე.“. 5) ამოღებული იქნეს დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ე“ და ,,ბ.ზ“ ქვეპუნქტები. 6) ამოღებული იქნეს დებულების მე-10 მუხლი. 7) ამოღებული იქნეს მე-14-ე მუხლის მე-2 პუნქტი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები