,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №22 დადგენლებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №22 დადგენლებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 07/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.127.016143
43
09/10/2014
ვებგვერდი, 16/10/2014
010250050.35.127.016143
,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №22 დადგენლებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №43

2014 წლის 9 ოქტომბერი

ქ. ზესტაფონი

 

,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N22 დადგენლებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულების დამტკიცების შესახებ” ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №22 დადგენილების (სსმ.ვებგვერდი, 15/07/2014;სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.127.016122) №1 დანართში:

1) მე-10 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი“ ქვეპუნქტი:

,,ი) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური“.

2).  მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,1.  ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:  გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, სამართლებრივი, საკადრო საკითხთა და გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; ადგილობრივი მნიშვნელობის  არქივის წარმოება.“

3).  მე-11 მუხლს დაემატოს მე-10 პუნქტი შემდეგი  რედაქციით:

,,10. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეთა, ასევე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მოსამსახურეთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ  გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამომწვევი მიზეზებისა და რისკების დადგენა, ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების დაცვის კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება,  სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება; ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წინაშე არსებული რისკების დადგენა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესწავლა-შემოწმება, მათი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება და მონიტორინგი. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების  ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობისა და სიზუსტის შეფასება, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების შემოწმება მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით; ფინანსური ოპერაციების შესაბამისობის დადგენა საქართველოს კანონმდებლობასთან და მარეგულირებელ წესებთან; საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურად და ეფექტიანად გამოყენების შიდა აუდიტი და კონტროლი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღრაძე