დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 136/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.016871 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016672) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“:
1. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების დასრულებიდან 3 დღის ვადაში სპეციალური პროგრამის გამოყენებით ასახავს ამ დებულების 32-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა დაწესებულებების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად საფეხურზე ჩარიცხვის შესახებ, ხოლო ამ დებულების 32-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა დაწესებულებების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომ საფეხურზე ჩარიცხვის შესახებ დაწესებულების მიერ ორგანიზებული ტესტირების დასრულებიდან 3 დღის ვადაში;“. 2. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ცენტრი, ამ დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ასახვიდან 5 დღის ვადაში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად საფეხურებზე აპლიკანტთა განაწილების მიზნით ქმნის და ამტკიცებს რანჟირების დოკუმენტს;“. 3. 34-ე მუხლის მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი: „13. ამ დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის შემოდგომაზე ორგანიზებულ ტესტირებაზე.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები