„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის N178 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 152
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 07/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016406
152
07/11/2014
ვებგვერდი, 07/11/2014
100110000.22.038.016406
„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის N178 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №152

2014 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის N178 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის N178 ბრძანების (სსმ,100110000.22.038.016134, 17/12/2012) პირველი მუხლით დამტკიცებულ წესში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 7მუხლები:

მუხლი 71

დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხელბორკილით მყარ ზედაპირზე მიმაგრება, გარდა იმ უკიდურესი შემთხვევისა, როდესაც სხვა საშუალებებით შეუძლებელია კანონით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა.

მუხლი 72

დაუშვებელია რეზინის ხელკეტის მიზანმიმართულად გამოყენება სხეულის სხვა ადგილებში, გარდა სხეულის ზედა და ქვედა კიდურების მიდამოებისა.".

2. წესის 565  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"მუხლი 565

„ბრალდებულის/მსჯავრდებულის განსაკუთრებით მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შემთხვევაში, მკურნალი ექიმის რეკომენდაციით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანხმობით, ხოლო ბრალდებულის შემთხვევაში დამატებით პროკურორის ან გამომძიებლის თანხმობით, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოსანახულებლად შესაძლებელია დაშვებულ იქნას პატიმრობის კოდექსის 172 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირი 30 წუთის ხანგრძლივობით. ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან მონახულების მიზნით ერთდროულად ყოფნის უფლება აქვთ 1 სრულწლოვან და 2 არასრულწლოვან პირს. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მონახულება ხორციელდება საბადრაგო ჯგუფის წარმომადგენლის თანდასწრებით.“.

მუხლი 2
 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი