დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.153.016230 |
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის „გ.ბ." პუნქტის და 61-მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის დებულება, (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1 |
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური უზრუნველყოფს: მცხეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების და მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას, სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადებასა და კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას. 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით”, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. სამსახურის დაფინანსების წყაროა მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. 4. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და გამგებლის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. 5. სამსახურის სრული სახელწოდებაა ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახური”. |
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და საჯარო მოსამსახურეებისაგან
|
მუხლი 3.
სამსახურის უფროსი |
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი. 2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; 3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
|
მუხლი 4.
სოფლის მეურნეობის სამსახურის კომპეტენცია |
1. სამსახური უზრუნველყოფს: ა) სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადებასა და დაინტერესებული პირისთვის მიწოდებას; ბ) საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების ხელშეწყობას; გ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და დაინტერესებული პირებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას; დ) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი და შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მომზადებას და დაინტერესებული უწყებებისთვის/პირებისთვის მიწოდებას; ე) სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული გეგმის განხორციელების ხელშეწყობას; ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სავარგულების, კულტურების და სხვა მონაცემების შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნისთვის და მუდმივი განახლებისთვის ინფორმაციის კონსოლოდაციას შესაბამისი უწყებებიდან და პირებისგან; ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სავარგულების, კულტურების და სხვა მონაცემების შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნისთვის და მუდმივი განახლებისთვის ინფორმაციის კონსოლიდაციას შესაბამისი უწყებებიდან და პირებისგან; თ) სტიქიისგან გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების კოორდინაციას; ი) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. |
მუხლი 5.
დასკვნითი დებულებები |
1.დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება კანონით დადგენლი წესით. 2.ყველა ის საკითხი რომელსაც არ ითვალისწინებს დებულება, რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3.სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები