მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 19/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016229
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
24
07/10/2014
ვებგვერდი, 13/10/2014
010260020.35.153.016229
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/10/2014 - 12/02/2018)

 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2014 წლის 7 ოქტომბერი

ქ. მცხეთა

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

     საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 24-ე მუხლის „გ.ბ." პუნქტის, 61-მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის  დებულება, (დანართი №1).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგურამ ანსიანი



 

დანართი №1

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
 

1. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ტექსტში შემდგომ – გამგეობა) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ერთიანი სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის განხორციელებას, მის ორგანიზებას და მასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით”, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ დებულებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-თ  და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით

3. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამსახური წარმოადგენს გამგეობას.

4. სამსახურის დაფინანსების წყაროა მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

5. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

6. სამსახურის სრული სახელწოდებაა „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახური“.


მუხლი 2. სამსახურის კომპეტენცია
 

1. სამსახური პასუხისმგებელია ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებაზე და უზრუნველყოფს:

ა) ტენდერების და კანონით დადგენილი შესყიდვის სხვა საშუალებების ორგანიზებას;

ბ) შესყიდვების პროცესის საჯაროობასა და გამჭვირვალობას;

გ) მუნიციპალური შესყიდვების ორგანიზაციების პროცედურებისა და სანიმუშო დოკუმენტების ფორმების მომზადებას;

დ) შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადებას;

ე) დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად შესყიდვების მომზადებასა და განხორციელებას;

ვ) შესყიდვის ხელშეკრულების პროექტის მომზადებას;

ზ) ერთიანი სისტემატიზებური ფორმით ინფორმაციის შეგროვებას დაგეგმილი და წარმოებული მუნიციპალური შესყიდვების, მუნიციპალური შესყიდვის არსებული და შესაძლო ობიექტის პოტენციური მომწოდებლებისა და მუნიციპალურ შესყიდვებში მონაწილე ორგანიზაციების, მათ მიერ საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მოწოდებაზე გაკეთებული შემოთავაზებების, აგრეთვე მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ;

თ) შესყიდვების ჩატარების შესახებ პერიოდული და ყოველწლიური ანგარიშების შედგენას.

ი) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით  და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.


მუხლი 3. სამსახურის უფროსი
 

1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ    

დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის;

გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.


მუხლი 4. დასკვნითი დებულება
 
  1. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება კანონით დადგენლი წესით.
  2. ყველა ის საკითხი რომელსაც არ ითვალისწინებს დებულება, რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  3. სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.