დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტისა და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შ ე ს ა ხ ე ბ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/05/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.176.016043 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/10/2014 - 28/05/2019)
|
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტისა და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 24-ე მუხლის „ე.ა.“ ქვეპუნქტისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული წესის თანახმად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის (მანქანა- დანადგარებისა და სხვ.) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 4 |
დამტკიცდეს ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის ფორმა დანართი №4-ის შესაბამისად. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
ეს დადგენილება განსაზღვრავს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - ს მუნიციპალიტეტი) და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ქონება - მუნიციპალიტეტის და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონება. 2. ჩამოსაწერი ქონება - ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონება. 3. დაწესებულება - მუნიციპალიტეტის ან მის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და მუნიციპალიტეტის 100 %-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირი. 4. საინვენტარიზაციო კომისია - ქონების ინვენტარიზაციის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია. მუხლი 3. ინვენტარიზაციის ჩატარება 1. დაწესებულებაში (რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტებიდან) ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული წესისა და ამ დადგენილების შესაბამისად. 2. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის ბოლოს, ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება დაწესებულების წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევებში, თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ძირითადი საშუალებების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც. მუხლი 4. საინვენტარიზაციო კომისია 1. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში - კომისია) იქმნება თელავის მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 2. საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოიწვიოს დარგის სხვა სპეციალისტებიც. მოწვეული სპეციალისტები არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 3. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით; ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. მუხლი 5. ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი 1. კომისია სწავლობს ამორტიზებული ან ექსპლუატაციისათვის გამოუყენებელი (ვადაზე ადრე ჩამოწერა) ძირითადი საშუალების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს ძირითადი საშუალების დაწესებულების ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ადგენს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტს ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტს (დანართი №4) და წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს. 2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს. 3. თელავის მინიციპალიტეტის მერის წარდგინებით საკრებულო უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო - მატერიალური მარაგების ღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი აუდიტორის მიერ, რის შემდეგაც თელავის მინიციპალიტეტის მერი ამტკიცებს კომისიის მიერ ძირითადი საშუალებების ჩამოწერასთან დაკავშირებულ ყველა აქტს. 4. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა. 5. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობის ჩამოწერისას საჭიროა საექსპერტო დასკვნა. 6. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) აისახება ბალანსში მარაგების სახით კომისიის მიერ დადგენილი ღირებულების შესაბამისად. მუხლი 6. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების განადგურება და განკარგვა 1. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას. 2. ქონების განადგურების პროცესს ესწრებიან კომისიის შემადგენლობით განსაზღვრული პირები. 3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება. 4. ქონება უნდა განადგურდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში. 5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირები. 6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ. მუხლი 7. ჩამოწერილი ძირითადი საშუალებების რეალიზება ჩამოწერილი ძირითადი საშუალებების, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია, რეალიზება ხორციელდება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის „6“ ოქტომბრის №------ დადგენილების შესაბამისად. მუხლი 8. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის წესი 1. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის საკითხს წყვეტს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით. იურიდიული პირის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წერილს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აუდიტის დასკვნა და კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტები. 2. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, თანხმობას გასცემს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების ჩამოწერის შესახებ. 3. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა. 4. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტი. 5. თელავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს, რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 1000 (ერთი ათასი) ლარს, ერთპიროვნულად წყვეტს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და პასუხს აგებს ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორეზე. 6. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია ხდება „თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის „6“ ოქტომბრის №43 დადგენილების შესაბამისად. |
დანართი №2
|
ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის
(შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა ______________________________________________ დაწესებულების დასახელება 20____ წლის ,,_____“ ________________მდგომარეობით |
კომისიის წევრები: 1.___________________ 2.___________________ 3.___________________
ვამტკიცებ დაწესებულების ხელმძღვანელი: ვადასტურებ აუდიტორი:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №3
|
ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის
(მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა
დაწესებულების დასახელება 20----წლის ,,----‘’ ------------- მდგომარეობით. |
კომისიის წევრები:1.___________________ 2.___________________ 3.___________________
ვამტკიცებ დაწესებულების ხელმძღვანელი: ვადასტურებ აუდიტორი:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №4
|
ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის ფორმა
დაწესებულების დასახელება ---------------------------------------------- 20----წლის ,,----‘’ --------------------- მდგომარეობით |
კომისიის შემადგენლობა-------------------------------------------------------------------------- შექმნილი 20----წლის ,,----‘’ ------------ N ------ ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ----------------------- საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ძირითადი საშუალებების დასახელება) აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებულ უნდა იქნეს შემდეგ საფუძველზე.
1. ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების ) წელი------------------------------------ 2. საწყისი საბალანსო ღირებულება---------------------------------------------------- 3. ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი:
ა.--------------------------------------------------------------------------------------------
ბ.-------------------------------------------------------------------------------------------
გ.-------------------------------------------------------------------------------------------
კომისიის დასკვნა:------------------------------------------------------------------------ -------------------------------------------------------------------------------------------------
კომისიის წევრები: 1.------------------------------------------------------------------------- 2.------------------------------------------------------------------------ 3.------------------------------------------------------------------------ 4.------------------------------------------------------------------------ კომისიის თავმჯდომარე:--------------------------------------------------------------------
ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის შედეგის გამოთვლა
ლიკვიდაციის შედეგების საერთო თანხა ------------------------------(---------------)ლარი. ლიკვიდაციის შედეგი----------------------------------------------------------------------------- ბუღალტერი-----------------------------,,-------‘’--------------------------20------წელი კომისიის თავმჯდომარე------------------------------------------------------------------
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები