დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200230000.35.176.016039 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/10/2014 - 04/12/2014)
|
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი
(ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ |
საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი-“ს 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შემოღებული იქნეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი. |
| მუხლი 2 |
ადგილობრივი (ქონების) გადასახადი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები.
|
მუხლი 1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს ადგილობრივი გადასახადი – ქონების გადასახადი.
მუხლი 2. დასაბეგრი ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს: საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება(გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს: ა. 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ; ბ. 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; გ. 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ; დ. იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს - 3-ჯერ. მუხლი 3. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი. ა. სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,6 პროცენტი. მუხლი 4. რეზიდენტი საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე, მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს. ამასთან: ა. არარეზიდენტი საწარმოსათვის – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების - მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და არამატერიალური აქტივების (მათ შორის, იჯარით, ქირით, უზუფრუქტით, ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების) საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს. ბ. ფიზიკური პირისათვის: საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მათ შორის დაუმთავრებელი მშენებლობის, შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილის) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონების; ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობებისა და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე, მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების; პირის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებული გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებული ქონების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი ხელშეკრულების საფუძველზე) – დასაბეგრი ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოდენობა დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და შეადგენს: ბ.ა. 40000 ლარიდან 100000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2%-ს; ბ.ბ. 100000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,9 %-ს. მუხლი 5. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი მიწის ერთ კვ.მ-ზე განისაზღვრება მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გადასახადის საბაზისო განაკვეთის რომელიც ერთ კვადრატულ მეტრზე შეადგენს 0,24 ლარს/ შესაბამის ტერიტორიულ კოეფიციენტზე გადამრავლებით, რომელიც შეადგენს: ა) ცენტრალურ ზონაში- 1,3 ბ) შუალედურ ზონაში- 1 გ) პერიფერიულ ზონაში- 0,7. მუხლი 6. მიწაზე ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება ქალაქ თელავის ტერიტორიაზე მდებარე მრავალბინიან და საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები. მუხლი 7. ქალაქ თელავის მერიამ უზრუნველყოს ქონების გადასახადის დაბეგვრის მიზნებისათვის შესაბამისი ინფორმაციის დადგენილი წესით წარდგენა. მუხლი 8. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები