დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.35.176.016036 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/10/2014 - 29/12/2014)
|
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკცდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესი დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის
განსაზღვრის წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს: ა) ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს; ბ) ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობაში გადაცემისა და საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესს. 2. ამ წესის მიზნებიდან გამომდინარე, ქონების მმართველში იგულისხმება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო (მერია), რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ - თ დადგენილი მნიშვნელობა. მუხლი 2. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი 1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო თანხა განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით, ხოლო პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო თანხა შესაძლოა განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე ნაკლები ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო თანხის დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე ნაკლები ოდენობით განსაზღვრის შემთხვევაში, ინფორმაცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესათანხმებლად წარედგინება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. მუხლი 3. მოძრავი ნივთის საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი 1. მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო თანხა განისაზღვრება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. მუხლი 4 ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესი 1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას ქონების საწყისი სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვრება ქონების დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) მიერ, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო თანხის არანაკლებ 5 პროცენტის ოდენობით. 2. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირობებით სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას ქონების საწყის სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური შეიძლება განისაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილი ქონების საწყისი სარგებლობაში გადაცემის წლიურ საფასურზე ნაკლები ოდენობით. 3. ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლით სარგებლობაში აუქციონის გარეშე გადაცემისას ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვრება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით. მუხლი 5. წილების და აქციების საწყისი საპრივატიზებო განსაზღვრის წესი 1. წილების/აქციების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას წილების/ აქციების საწყისი საპრივატიზებო თანხა უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობის, საწარმოს კაპიტალის ან არანაკლებ საწარმოს წმინდა აქტივების ღირებულებისა (საწარმოს აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულებებს შორის სხვაობა), ხოლო პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო თანხა შესაძლოა განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე, საწარმოს კაპიტალის ან საწარმოს წმინდა აქტივების ღირებულებაზე ნაკლები ოდენობით. 2. წილების/აქციების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საპრივატიზებო თანხა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება ქონების მმართველის მიერ. მუხლი 6. საწყისი საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის შემცირება განმეორებით აუქციონის დროს თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა ან სარგებლობაში გადაცემა, განმეორებით აუქციონზე აღნიშნული ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური/საწყის სარგებლობაში გადაცემის საფასური შეიძლება 50%მდე შემცირდეს, ხოლო თუ თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება განმეორებით აუქციონზეც არ განიკარგა ან არ მოხდა მისი სარგებლობაში გადაცემა, საწყისი საპრივატიზებო საფასური/საწყის სარგებლობაში გადაცემის საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები