„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 772
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016368
772
09/10/2014
ვებგვერდი, 10/10/2014
140130000.22.034.016368
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №772

2014 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი – 140130000.22,034.016240) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:
1. მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. დაუშვებელია მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე მოსამსახურის სამსახურებრივი დაწინაურება, მორიგ წოდებაზე წარდგენა და წახალისება,  გარდა წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადა განისაზღვრება:

ა)  წესდების მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის შემთხვევაში - 3 თვის ვადით;

ბ) წესდების მე-3 მუხლის „ბ“ პუნქტის შემთხვევაში - 6 თვის ვადით;

გ)  წესდების მე-3 მუხლის „გ“ და „ვ“ პუნქტების შემთხვევაში - 1 წლის ვადით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე