დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 აგვისტოს N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.163.016226 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 აგვისტოს №9 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს – თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრასა და პრევენციას. 2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. შიდა აუდიტის სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მოთხოვნათა უზრუნველყოფის მიზნით. 4. შიდა აუდიტის სამსახურს აქვს ბლანკი სამსახურის დასახელებით და ბეჭედი, რომლებსაც იყენებს ამ დებულებით გათვალისწინებული მიზნების განსახორციელებლად. 5. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.”. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები