დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის № 6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 48 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.169.016184 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის № 6 დადგენილებით დამტკიცებული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე- 6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „ე.კ“ ქვეპუნქტი: „ე.კ. ,,დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, თუ მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიაზე დანიშნული არ არის გამგებლის წარმომადგენელი, ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში“ 2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი14. გამგებლის წარმომადგენელი 1. გამგებლის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. გამგებლის წარმომადგენელი ინიშნება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში. 3. გამგებლის წარმომადგენელი: ა) აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ; ბ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; გ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს (გასცემს) მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ( ოჯახის შემადგენლობის და მსგავს) ფაქტებს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს; დ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მონაწილეობას ადმინისტრაციულ ერთეულში დასაგეგმი მუნიციპალური პროგრამების, პროექტების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემუშავებაში; ე) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებს, საჯარო განხილვებზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციასა და წარდგენას გამგეობაში; ვ) უზრუნველყოფს გამგეობის თანამდებობის პირების მიერ მოსახლეობის წინაშე ანგარიშგების მიზნით ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრების ორგანიზებას; ზ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს გამგეობასთან; თ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისთვის გაცნობას; ი) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს გამგებლის დავალებით. 4. გამგებლის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი (ადმინისტრაციული ერთეულის დასახელებით), შტამპი და ბლანკი, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების შესრულებისას. 5. გამგებლის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.“ 3. დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი: „მუხლი 141. საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივ (ოჯახის შემადგენლობის და მსგავსი) ფაქტების დადასტურების (გაცემის) და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ცნობების გაცემის წესი. 1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობის ფორმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2. ცნობის გაცემაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლი. ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორი) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებით განსაზღვრული წესით“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები