სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

  • Word
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1819
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017813
  • Word
1819
02/10/2014
ვებგვერდი, 10/10/2014
000000000.00.003.017813
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1819

2014 წლის 2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისგანხორციელების თაობაზე

1. 201 4 წელს მომხდარი სტიქიის შედეგებისსალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ , „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან , ადგილობრივ თვითმმართველერთეულებსგამოუყოს 290 644 (ორას ოთხმოცდაათი ათას ექვსას ორმოცდაოთხი)ლარი, მათ შორის:

ა) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს - 222 644 (ორას ოცდაორი ათას ექვსას ორმოცდაოთხი) ლარი;

ბ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს - 68 000 (სამოცდარვა ათასი)ლარი .

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში , ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა უზრუნველყონ სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების (მათ შორის , სახიდე გადასასვლელების), ხიდ -ბოგირების, წყალგამტარი მილების, სანიაღვრე არხების, საცხოვრებელი სახლების სახურავების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენითი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურებების შესყიდვა.

3. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხების ფარგლებში, სტიქიის შედეგებისსალიკვიდაციოღონისძიებებთანდაკავშირებული სახელმწიფოშესყიდვები ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                          . ღარიბაშვილი