საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1818
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017812
  • Word
1818
02/10/2014
ვებგვერდი, 10/10/2014
000000000.00.003.017812
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1818

2014 წლის 2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის კმ5-ზე(სოფელი შემოქმედი) სტიქიური მოვლენის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების, მათ შორის, საავტომობილო გზის აღდგენისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელების მიზნით, საქართველოსფინანსთასამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლისსახელმწიფობიუჯეტისშესახებ“ საქართველოსკანონითგათვალისწინებულისაქართველოსრეგიონებშიგანსახორციელებელიპროექტებისფონდიდან, საქართველოსრეგიონულიგანვითარებისადაინფრასტრუქტურისსამინისტროსგამოუყოს 6000 000 (ექვსი მილიონი ) ლარი, საქართველოსრეგიონულიგანვითარებისადაინფრასტრუქტურისსამინისტროს მართვაში არსებული შპს სახელმწიფოსამშენებლოკომპანიის“ კაპიტალისგაზრდისმიზნით.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს სახელმწიფოსამშენებლოკომპანიამამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

3. შპს სახელმწიფოსამშენებლოკომპანიამამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოები განახორციელოს პროექტირების პარალელურ რეჟიმში, ეტაპობრივად, შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.

4. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, განხორციელდეს:

ა) საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოებისა და საპროექტო დოკუმენტაციის საქართველოსრეგიონულიგანვითარებისადაინფრასტრუქტურისსამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გადაცემა;

ბ) ნაპირდაცვითი სამუშაოებისა და საპროექტო დოკუმენტაციის ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემა.

5. სამუშაოების დასრულების შემდეგ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს შპს სახელმწიფოსამშენებლოკომპანიის“ კაპიტალში შესაბამისი ცვლილების განხორციელება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. შპს სახელმწიფოსამშენებლოკომპანიამუზრუნველყოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

7. განკარგულება ძალაშია 2014 წლის 24 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                              ი . ღარიბაშვილი