დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2508 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 27/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 56, 28/12/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.000.000.05.001.002.115 |
საქართველოს კანონი
„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.98, გვ. 227) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-18 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) ფიზიკური პირის მიერ ერთი დღე-ღამის განმავლობაში:
ლ.ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 06, 07, 08, 19 ჯგუფებისა და 0401–0406, 1601, 1702–1704, 2101–2102 სასაქონლო პოზიციების შესაბამისი ჯამური თანხით 200 ლარამდე ღირებულების, მაგრამ ჯამური წონით არა უმეტეს 5 კგ. კვების პროდუქტების იმპორტი;
ლ.ბ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–96 ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 50 კგ-მდე საერთო წონის, არაერთგვაროვანი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი;
ლ.გ) ორი ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლური სასმელის და 200 ღერი სიგარეტის იმპორტი (გარდა 18 წლამდე ასაკის პირის მიერ იმპორტირებულისა);
ლ.დ) უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ, საქართველოში შემოსული პირის მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–96 ჯგუფების შესაბამისი 1500 ლარამდე ღირებულების, 250 კგ-მდე საერთო წონის, არაერთგვაროვანი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი;
ლ.ე) საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად შემოსვლისას ფიზიკური პირის მიერ პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის (მათ შორის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალების) იმპორტი.“.
2. მე-20 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. 2007 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს ნაწარმის (ნედლეულის გარდა) იმპორტი საბაჟო გადასახადით არ იბეგრება. თამბაქოს ნაწარმისათვის ნედლეული („ტრაპზონის“ ჯიშის თამბაქოს გარდა) 2006 წლის 31 დეკემბრამდე საბაჟო გადასახადით არ იბეგრება.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის იმპორტი 2007 წლის 1 იანვრამდე საბაჟო გადასახადით არ იბეგრება.“;
გ) მე-7–მე-9 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 27 დეკემბერი.
№2508-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები