დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №193 განკარგულებით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომიის გამოყენების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1813 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017807 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1813
2014 წლის 2 ოქტომბერი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №193 განკარგულებით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომიის გამოყენების თაობაზე
„მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №193 განკარგულებით გამოყოფილი თანხების ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომია , შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ მიმართოს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2011 წლის 10 მაისს გაფორმებული „სასესხო ხელშეკრულების“ (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 1, MES -01) ფარგლებში , დაბა მესტიაში, კერძოდ , ზარგაშში 1 (ერთი) ერთეული მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები