დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1811 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017805 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1811
2014 წლის 2 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების , „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ (ს/კ 206267494 ), საკუთარი სახსრებით, მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით, განახორციელოს ორი სარეკლამო რგოლის დამზადების მომსახურების, 26 667,48(ოცდაექვსი ათას ექვსას სამოცდაშვიდი ლარი და ორმოცდარვა თეთრი ) ლარის ფარგლებში , სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები