ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 130
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.016105
130
06/10/2014
ვებგვერდი, 10/10/2014
010250020.35.124.016105
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №130

2014 წლის 6 ოქტომბერი

ქ. ბაღდათი

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის “ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და  ბაღდათის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის  მე-2 პუნქტის ,,ა“  ქვეპუნქტის საფუძველზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ბაღდათის მუნიციპალიტეტში შეიქმნას  ადმინისტრაციული  ერთეულები:

ა) ქალაქ ბაღდათის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - ქ. ბაღდათი);

ბ) დიმის ადმინისტრაციული  ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფელი დიმი, სოფელი საიმედო);

გ)  ფერსათის ადმინისტრაციული  ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფელი ფერსათი, სოფელი შუბანი);

დ)  წითელხევის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფელი წითელხევი);

ე)  როხის ადმინისტრაციული  ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფელი როხი);

ვ)  ვარციხის ადმინისტრაციული  ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფელი ვარციხე და ღვინის ქარხნის დასახლება);

ზ)  როკითის ადმინისტრაციული  ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფელი  როკითი);

თ) დიდველის ადმინისტრაციული  ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფელი დიდველა);

ი)  პირველი ობჩის ადმინისტრაციული  ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფელი პირველი ობჩა);

კ) მეორე ობჩის ადმინისტრაციული  ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფელი მეორე ობჩა);

ლ)  ნერგეეთის ადმინისტრაციული  ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: ნერგეეთი, წყალთაშუა, წაბლარასხევი, დაფენილი, ალისმერეთი, კორიში, მამანეთი);

მ)  ზედა დიმის ადმინისტრაციული  ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფელი ზედა დიმი);

ნ)  ზეგნის ადმინისტრაციული  ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: ქვედა ზეგანი, ზედა ზეგანი, წიფა, ნებიერეთი );

ო) საკრაულას ადმინისტრაციული  ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფელი საკრაულა);

პ)  ხანის ადმინისტრაციული   ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: ხანი, კაკასხიდი, ზეკარი, ვენახჭალა, ქერშავეთი);

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე