საქართველოში ვაქცინების „ცივი ჯაჭვის“ სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
საქართველოში ვაქცინების „ცივი ჯაჭვის“ სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1799
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017793
  • Word
1799
30/09/2014
ვებგვერდი, 10/10/2014
000000000.00.003.017793
საქართველოში ვაქცინების „ცივი ჯაჭვის“ სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1799

2014 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოში ვაქცინების „ცივი ჯაჭვის“ სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად , საქართველოში ვაქცინების „ცივი ჯაჭვის“ სისტემის (შემდგომში - ცივი ჯაჭვი) ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (შემდგომში - ცენტრი) მიეცეს უფლება:

ა) განახორციელოს ცივი ჯაჭვის ფუნქციონირების გაუმჯობესებისათვის საჭირო აღჭურვილობის (ცივი ოთახები/მონტაჟით, სავაქცინე მაცივრები, ვაქცინების გადასაზიდი ცივი ყუთები, ტემპერატურის ელექტრონული ჩამწერ-აღმრიცხველები, ხმოვანი სიგნალიზაცია ოთახ-მაცივრებისთვის/მონტაჟით) შესყიდვა;

ბ) შესყიდვა განახორციელოს გაეროს ბავშვთა ფონდის მეშვეობით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10 1 მუხლის მე–3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ხოლო ის აღჭურვილობები, რომელთა შესყიდვაც ვერ ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის მეშვეობით − ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

გ) უზრუნველყოს შესყიდული აღჭურვილობის გადაცემა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისათვის/სამსახურებისათვის, საჭიროების შესაბამისად.

2. ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით პროგრამისათვის „იმუნიზაცია“ (პროგრამული კოდი - 35 03 03 02) გათვალისწინებული ასიგნებებიდან გამოიყოს 800.0 ათასი ლარი.

პრემიერ-მინისტრი                                        ირაკლი ღარიბაშვილი