სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1796
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017790
  • Word
1796
30/09/2014
ვებგვერდი, 10/10/2014
000000000.00.003.017790
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1796

2014 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ  განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:

ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 100.96 მ2 (ჭავჭავაძის ჩიხი 37) არასაცხოვრებელი ფართის  სარეაბი­ლიტაციოდ სამშენებელო სამუშაოების შესყიდვა;

ბ) ამ განკარგულების „ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი - 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“  საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული  ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                          ი . ღარიბაშვილი