წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1792
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017786
  • Word
1792
30/09/2014
ვებგვერდი, 10/10/2014
000000000.00.003.017786
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1792

2014 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1.ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის 2229 განკარგულების შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტსუფლებამიეცა ,საქართველოსმთავრობის 2011 წლის 13 ოქტომბრის2007განკარგულებითწყალტუბოს მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი 1 500 .0 ათასი ლარიდან აუთვისებელი 1 435 .8 ათასი ლარი მიმართოს წყალტუბოს ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის სამუშაოებისათვის.

2.ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის 296 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის (შემდგომში - სამინისტრო) 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემულმა შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ (შემდგომში - კომპანია) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით , უზრუნველყო წყალტუბოს სტადიონის რეკონსტრუქციის საპროექტო მომსახურების შესყიდვა დასაპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება (გარე კომუნიკაციების მოწყობის გარეშე).

3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ მიმდინარეობსამგანკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო დოკუმენტაციის ფარგლებშიგანსახორციელებელი სამუშაოების ნებართვის გაცემის პროცედურები.

4. ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ,„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუ დულვადებშიშეუფერხებლადჩატარებისმიზნით, მიეცეს უფლება წყალტუბოს მუნიციპალიტეტს, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო დოკუმენტაციის ფარგლებში განსახორციელებელი I ეტაპის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა, სავარაუდოდ 2 მლნ. ლარის ფარგლებში, განახორციელოს კომპანიისაგან , გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

5.კომპანიამ, ამ განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ამ სამუშაოებთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

6. ამ განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული I ეტაპის სამუშაოების ნაწილობრივი დაფინანსება განხორციელდეს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხით .

7. სამინისტრომ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილი მონაცემების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინოს წინადადებები დარჩენილი სამუშაოების დაფინანსებასა და გარე კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრი                                 . ღარიბაშვილი