„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 19/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.107.016150
28
06/10/2014
ვებგვერდი, 10/10/2014
010250050.35.107.016150
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №28

2014 წლის 6 ოქტომბერი

დ. ჩხოროწყუ

 

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 


საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №13 დადგენილებით („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“-ს ვებ-გვერდი, 05.08.2014; 1010250050.35.107.016135) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

1. დებულების მე-3  მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან ურთიერთობის განყოფილება.“.

 

2.  დებულების  მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან ურთიერთობის  განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაციას;

ბ) წინადადებების შემუშავებას ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით;

გ) გამგებლის წარმომადგენლების კავშირს გამგებელთან;

დ) მოქმედი  კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

 

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა