დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჰიდროელექტროსადგურ „ნენსკრას“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1789 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017783 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1789
2014 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
ჰიდროელექტროსადგურ „ნენსკრას“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
1. „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებით დამტკიცებული წესდების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიეცეთ თანხმობა სს „საპარტნიორო ფონდს“ და მის შვილობილ საწარმოს, სს „ნენსკრას“, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) 2014 წლის 21 მარტს გაფორმებულ საფინანსო-საკონსულტაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში შეიტანონ შესაბამისი ცვლილებები, ინვესტორთან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოებისას საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მომსახურების ვადის, დამატებით, 6 თვით, 2015 წლის 21 მარტის ჩათვლით, გაგრძელების მიზნით.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებაში განსახორციელებელ ცვლილებაზე გავრცელდეს „ჰიდროელექტროსადგურ „ნენსკრას“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის № 267 განკარგულებით დადგენილი პირობები.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები