ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე განაცხადთა მიღებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე განაცხადთა მიღებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1788
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017782
  • Word
1788
30/09/2014
ვებგვერდი, 10/10/2014
000000000.00.003.017782
ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე განაცხადთა მიღებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1788

2014 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე განაცხადთა მიღებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „, და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მოწონებულ იქნეს „ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ანაკლიაში ღრმაწყლოვ ანი ნავსადგურის მშენებლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 აგვისტოს 1375 განკარგულებით მოწონებულ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობებში შესატანი ცვლილება და ინტერესთა გამოხატვის თაობაზე განაცხადთა მიღების ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 2014 წლის 15 ოქტომბრის 14:00 საათი.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულების შესრულების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                            . ღარიბაშვილი