დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 დეკემბრის №2144 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1785 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017779 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1785
2014 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 დეკემბრის №2144 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 დეკემბრის №2144 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთვის, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 იანვრის №22 განკარგულების თანახმად გადარიცხული თანხიდან 25 45 0 000 (ოცდახუთი მილიონ ოთხასორმოცდაათი ათასი) ლარი მიიმართოს „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №36 და „იაპონური გრანტ 2KR- ის ფარგლებში საპარტნიორო ფონდში დეპონირებული თანხების გამოყენების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2587 განკარგულებების შესაბამისად, სასოფლო- სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გაფორმებული ლიზინგისა და სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში აღებული 2014 წლის ვალდებულებების დასაფარად.“.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები