დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციის განსაზღვრისა და პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №01-25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-76/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016303 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციის განსაზღვრისა და პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №01-25/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 20/06/2013, 470230000.22.035.016210) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“. |
2.
ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნები (დანართი 1); “. |
3.
ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების ფარგლებში დარეგისტრირებულ შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებზე.“. |
4.
ბრძანებით დამტკიცებული დანართი 1 (პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების მინიმალური მოთხოვნები) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
5.
ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართი 1-ით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება იმ ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლებზე, რომელთაც ფუნქციონირება დაიწყეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან, ხოლო ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლებს, რომლებიც ფუნქციონირებდნენ 2014 წლის 1 სექტემბრამდე, აღნიშნული დანართით განსაზღვრული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად განესაზღვროთ ვადა 2015 წლის 1 სექტემბრამდე. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი 1
|
ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. აღნიშნული მოთხოვნები ვრცელდება ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლებზე (გარდა სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლებისა) და ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტებისა. 2. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების ფარგლებში პირველადი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების მიწოდებას აწარმოებს გუნდ(ებ)ი, რომელიც შედგება ექიმი სპეციალისტისგან და ექთნისგან. ამასთან, ექიმი სპეციალისტი უნდა ფლობდეს სახელმწიფო სერტიფიკატს სპეციალობაში - „საოჯახო მედიცინა“/„შინაგანი მედიცინა“/„პედიატრია“ („შინაგანი მედიცინისა“ და „პედიატრიის“ სპეციალისტები აწარმოებენ მომსახურებას სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში). მუხლი 2. მოთხოვნები ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების ინფრასტრუქტურისადმი 1. ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს: ა) მოსაცდელი; ბ) ექიმის საკონსულტაციო ოთახი - არანაკლებ 12 მ2. 2. ექიმის საკონსულტაციო ოთახ(ებ)ი უნდა აღჭურვილ იქნეს საოფისე ავეჯით (საოფისე მაგიდა, სკამი), პაციენტის გასასინჯი ტახტითა და სამედიცინო (მედიკამენტების/ინსტრუმენტების) კარადით. 3. ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს ინფრასტრუქტურა და საშუალებები პირადი ჰიგიენის დაცვის, შენობის დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის (წყალმომარაგება, სანიტარული კვანძი, ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებები). 4. ექიმის საკონსულტაციო ოთახ(ებ)ში უნდა იყოს ბუნებრივი განათება, გათბობა, ბუნებრივი ვენტილაცია. 5. ამბულატრიული სერვისის მიწოდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის (მ.შ. პანდუსი). მუხლი 3. მოთხოვნები ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მიერ შესაბამისი მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად 1. ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და ანტიშოკური თერაპიის უზრუნველყოფის შესაძლებლობა. 2. ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა აწარმოებდეს სამედიცინო და სტატისტიკურ დოკუმენტაციას. 3. ამბულატრიული სერვისის მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობის თვალსაჩინო/ხელმისაწვდომ ადგილას განთავსება. მუხლი 4. დამატებითი მოთხოვნები „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების ფარგლებში პირველადი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების მიმწოდებლებისადმი 1. მომსახურების მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს: ა) მოსაცდელი - ფართით არანაკლებ 12 მ2; ბ) სერვისის ფარგლებში ადგილზე (ოფისში) იმუნიზაციის განხორციელებისას - სამანიპულაციო/საპროცედურო ფართით არანაკლებ 12 მ2; გ) სამედიცინო მოწყობილობა: სფიგმომანომეტრის, სტეტოსკოპი და თერმომეტრი, წონისა და სიმაღლის საზომი ხელსაწყოები; დ) აღჭურვილობა ცივი ჯაჭვის უზრუნველსაყოფად (იმუნიზაციის განხორციელების შემთხვევაში), კანონმდებლობის თანახმად. 2. სამანიპულაციო/საპროცედურო ოთახ(ებ)ში უნდა იყოს ბუნებრივი განათება, გათბობა, ბუნებრივი ვენტილაცია. 3. მიმწოდებელი, სამედიცინო მომსახურების გაწევისას, ასევე, უნდა უზრუნველყოფდეს: ა) ბასრი საგნებისა და გამოყენებული შპრიცების მოსაგროვებლად უსაფრთხო ყუთებისა და სათანადო კონტეინერების გამოყენებას; ბ) დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმით გამოყენებას და აღრიცხვას დადგენილი წესის შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები