დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის № 30 დადგნილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.166.016174 |
|
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის № 30 დადგნილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №30 დადგნილებით დამტკიცებულ დებულებაში (გამოქვეყნების წყარო: „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.166.016158, 25.07.2014წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების სათაური ჩამოყალიდეს შემდეგი რედაქციით: „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება“; 2. დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური 1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები