დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობისათვის გამონაკლისის დაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1746 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017752 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1746
2014 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობისათვის გამონაკლისის დაშვების თაობაზე
1. „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობაზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ 2014 წელს შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 65 ერთეულით.
2. 15 შტატგარეშე მოსამსახურის შრომის ანაზღაურება განხორციელდეს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. 30 შტატგარეშე მოსამსახურეზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და სსიპ – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობას მიეცეს თანხმობა, რომ მათი შრომის ანაზღაურება სრულად განახორციელოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტით – „მდგრადი შემოსავლის მხარდაჭერა და გარემოს მიმართ პასუხისმგებელი დამოკიდებულება“, გამოყოფილი დაფინანსებიდან.
4. 20 შტატგარეშე მოსამსახურეზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და სსიპ – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობას მიეცეს თანხმობა, რომ მათი შრომის ანაზღაურება სრულად განახორციელოს ავსტრიის განვითარების ფონდის პროექტით – „კლიმატის ცვლასთან ადაპტირებული მდგრადი სატყეო მეურნეობის დაგეგმარება“გამოყოფილი დაფინანსებიდან.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები