„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 827
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 23/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016375
827
22/10/2014
ვებგვერდი, 23/10/2014
140130000.22.034.016375
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №827

2014 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებაში (ვებგვერდი, 22/01/2014, სარეგისტრაციო კოდი -140130000.22.034.016271) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული №41 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 9 ოქტომბრიდან.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე

დანართი №41
სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო (დეპარტამენტი) (სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს გარდა)

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი)

სააგენტოს (დეპარტამენტის) დირექტორი

2 705

სააგენტოს (დეპარტამენტის) დირექტორის მოადგილე

2 600

მთავარი სამმართველოს უფროსი

2 355

მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე

2 235

სამმართველოს უფროსი

2 115

სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსი

2 000

განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი

1 475

სამსახურის უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი

1 315

უფროსი გამომძიებელი

1 250

განყოფილების უფროსის მოადგილე, უფროსი ინსპექტორი

1 230

უფროსი ოპერატიული თანამშრომელი, მთავარი სპეციალისტი

1 040

ოპერატიული თანამშრომელი, წამყვანი  სპეციალისტი

965

 სპეციალისტი

790