დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №24 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.128.016188 |
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №24 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის #24 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ( საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი 01/08/2014).
1.შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის პირველი მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,1. საკრებულოს წევრების ( გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, საკრებულოს დავალებების შესრულების, ამომრჩევლებთან შეხვედრისა და საკრებულოს წევრის სხვა უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრიდან საკრებულოს წევრის ფაქტიურ საცხოვრებელ ადმინისტრაციულ ერთეულამდე,(ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-13 მუხლით დადგენილი ადმინისტრაციულ ერთეულები) დაშორების გათვალისწინებით და გაიცეს შემდეგი ოდენობით:
„ 2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის პირველი მუხლს დაემატოს მე-2 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2 დაევალოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს უზრუნველყოს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების გაცემა ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვამდე საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები