წალკის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

წალკის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 13/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.155.016147
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
32
06/10/2014
ვებგვერდი, 13/10/2014
270070000.35.155.016147
წალკის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/10/2014 - 05/03/2018)

 

                წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32

2014 წლის 6 ოქტომბერი

ქ. წალკა


 

წალკის მუნიციპალიტეტში  პრემიის ოდენობის  განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

 


     საქართველოს ორგანული „კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" მე-16 მუხლის მე-3 ნაწილისა და „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“  2014 წლის 15 ივლისის საქართველოს მთავრობის  №449 დადგენილების მე-4 მუხლის  შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

                                                                                                                   

 


მუხლი 1
დამტკიცდეს წალკის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი დანართის შესაბამისად.  
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი



 

დანართი

წალკის მუნიციპალიტეტში  პრემიის ოდენობის  განსაზღვრისა და გაცემის წესი

 


მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს წალკის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე  გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს.

 


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) წალკის მუნიციპალიტეტი – წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო, წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

ბ) პრემია – წალკის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.

გ) ხელმძღვანელი თანამდებობის პირი – წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

დ) ზემდგომი თანამდებობის პირი – წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელი.


მუხლი 3. პრემიის გაცემის საფუძველი და მიზნები
  1. პრემია გაიცემა წალკის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ   პირებზე შესრულებული სამუშაოს დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა და მისი პროცენტული მიმართება თანამდებობრივ სარგოსთან.
  2. პრემიის მიზნებია,  წალკის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირთა წახალისებისა და მოტივაციის გაზრდა, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით წალკის მუნიციპალიტეტში კვალიფიკაციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.

 


მუხლი 4. პრემიის გაცემის უფლებამოსილება
  1. წალკის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს შესაბამის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს.
  2.  თანამდებობის პირზე პრემიის გაცემის საკითხის ინიციირებას ახდენს ზემდგომი თანამდებობის პირი.
  3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პრემიის გაცემის გადაწყვეტილებას გამგეობის თანამდებობის პირებისა და სხვა საჯარო მოსამსახურეთათვის საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გამგებელი, საკრებულოს თანამდებობის პირებისა და აპარატის საჯარო მოსამსახურეთათვის საკრებულოს თავმჯდომარე.

 


მუხლი 5. პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობა
  1. ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.
  2. პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.
  3. პრემია შეიძლება გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს შრომის კოდექსი" განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.
  4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია წალკის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მოტივირებული შუამდგომლობით.