დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | წალკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280010000.35.155.016145 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/10/2014 - 02/11/2015)
|
წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა თანდართული დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 10 მაისის №8 დადგენილება (ვებგვერდი, 16/05/2013 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.155.016105) „წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ”. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი |
წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა
|
ეს წესი განსაზღვრავს წალკის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. |
თავი I
სოციალური დახმარების სახეები
|
მუხლი 1.
სოციალური დახმარების სახეებია: |
1. ფულადი სოციალური დახმარება;
2. არაფულადი სოციალური დახმარება; |
მუხლი 2.
ფულადი სოციალური დახმარების სახეები |
1. ფულადი სოციალური დახმარების სახეებია:
ა) დედ-მამით ობოლი ბავშვებისადმი დახმარება; ბ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისადმი დახმარება; გ) 2008 წელს საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებულ ოჯახების სოციალური დახმარება; დ) ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა ფულადი დახმარება; ე) სოციალურად დაუცველ ოჯახებზე დახმარება; ვ) სტიქიური მოვლენების შედეგად ან/და უსახლკაროდ და მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილი ოჯახებისადმი დახმარება; ზ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება; თ) მარჩენალ დაკარგული ოჯახების დახმარება; ი) მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება; კ) ობოლ ბავშვთა სახლებისა და თავშესაფრებისათვის ფულადი დახმარება; ლ) სადღესასწაულო ფულადი საჩუქრის გაცემა. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სოციალური დახმარების სახეები ერთჯერადი ხასიათისაა და მათი გაცემა ხდება ერთჯერადად. |
მუხლი 3.
არაფულადი სოციალური დახმარების სახეები |
წალკის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია შემდეგი სახის არაფულადი სოციალური დახმარებები:
1. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული გაჭირვებულ პირებზე სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდებიან სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით. 2. სოციალურად დაუცველთა ოჯახის წევრების გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, რომელიც სრულად არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით და სამედიცინო პოლისით.
|
თავი II
ერთჯერადი ფულადი დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და მათ მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია
|
მუხლი 4.
დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება |
ა) წერილობითი განცხადება; ბ) ცნობა მეურვედ დანიშვნის შესახებ; გ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი; ე) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ბავშვის და მისი მეურვის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
|
მუხლი 5.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისადმი დახმარება
|
ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) საბანკო ანგარიშის ნომერი; ე) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
|
მუხლი 6.
2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებული ოჯახების დახმარება
|
ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; დ) დევნილის მოწმობის ასლი; ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.
|
მუხლი 7.
ხანდაზმული (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა დახმარება
|
ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
|
მუხლი 8.
სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება
|
ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ; ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.
|
მუხლი 9.
სტიქიური მოვლენების ან/და ხანძრის შედეგად უსახლკაროდ და მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილი ოჯახებისადმი ერთჯერადი დახმარება
|
ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) საბანკო ანგარიშის ნომერი; დ) გამგეობის შესაბამისი სამსახურის ან კომისიის დასკვნა საცხოვრებელი პირობების მდგომარეობის შესახებ; ე) ცნობა სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან ( ხანძრის შემთხვევაში); ვ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.
|
მუხლი 10.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება |
ა) წერილობითი განცხადება; ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ოჯახის შემადგენლობის მითითებით; დ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები; ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.
|
მუხლი 11.
მარჩენალდაკარგული ოჯახების სოციალური დახმარება
|
ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ოჯახის შემადგენლობის მითითებით; დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან; ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.
|
მუხლი 12.
მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება |
ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრისა ან/და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით; ბ) წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველი პირების დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით; გ) წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით. დ) წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა პენსიონერებისა და უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვის ხარჯებისათვის გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან; დ) გარდაცვლილის გარდაცვალების მოწმობის ასლი; ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.
|
მუხლი 13.
ობოლ ბავშვთა სახლებისა და თავშესაფრებისათვის ფულადი დახმარება
|
ა) დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი განცხადება, სადაც მითითებული იქნება ფულადი დახმარების მიზნობრიობა; ბ) საბანკო ანგარიშის ნომერი. |
მუხლი 14.
სადღესასწაულო ფულადი საჩუქრის გაცემა |
გარდა ერთჯერადი სოციალური დახმარებისა, დამატებით ფულადი საჩუქარი გაიცემა დღესასწაულებთან დაკავშირებით შემდეგ კატეგორიებზე:
1. 9 მაისს – მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე – 100 ლარის ოდენობით. 2. 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანებზე და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე – 100 ლარის ოდენობით. 3. საახალწლოდ – მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე, ხანდაზმულ პენსიონერებზე, მარტოხელა პენსიონერებზე, 1-ჯგუფის ინვალიდებზე, მრავალშვილიან დედებზე (4 და მეტი შვილები 18 წლამდე ასაკის) – 100 ლარის ოდენობით. |
თავი III
არაფულადი სოციალური დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და მათ მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია
|
მუხლი 15.
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდებიან სახელმწიფო პროგრამით და სამედიცინო პოლისით |
1. წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების, აგრეთვე აფხაზეთიდან და 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებულ ოჯახების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდებიან სახელმწიფო პროგრამით და სამედიცინო პოლისით განისაზღვროს:
ა) 700 ლარამდე – 100 %-ით; ბ) 2000 ლარამდე – 50 %-ით; გ) 2000 -ზე ზევით – 1300 ლარით; 2. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრთა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, რომელიც სრულად არ არის გათვალისწინებული სადაზღვევო პაკეტით, პაკეტს ზემოთ სრული ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა. 3. დახმარების მისაღებად სოციალური დახმარების გამცემ კომისიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა №100 და ანგარიშფაქტურა (კალკულაცია); დ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. |
მუხლი 16.
დახმარების გაცემის წესი |
სოციალური დახმარებები გაიცემა, სოციალური დახმარების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის შესაბამისად.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები