სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 05/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016136
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
35
06/10/2014
ვებგვერდი, 08/10/2014
010250050.35.120.016136
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/10/2014 - 04/04/2022)

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №35

2014 წლის 6 ოქტომბერი

ქ. სამტრედია

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
დამტკიცდეს ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ (დანართი №1).
მუხლი 2
ატესტაციისას მოხელეთა და კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 3
2015 წლის 1 ივლისამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობებზე დასანიშნად პირის მიერ გასავლელი კონკურსის სავალდებულო ეტაპის ან მოხელის ატესტაციის სავალდებულო ეტაპის - ტესტირების ჩატარების მეთოდიკა, თემატიკა, შეფასების კრიტერიუმები დგინდება კანონით განსაზღვრული შესაბამისი სამართლებრივი აქტით.“
მუხლი 4
2015 წლის 1 ივლისამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობებზე დასანიშნად პირის მიერ გასავლელი კონკურსის სავალდებულო ეტაპის ან მოხელის ატესტაციის სავალდებულო ეტაპის - ტესტირების ეტაპის მინიმალური გამსვლელი ზღვარი დადგინდეს მაქსიმალურ ქულათა 60%-ის ოდენობით.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია



დანართი 1

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები


მუხლი 1
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოხელეს, გარდა თანამდებობის პირებისა, მძღოლის, დამლაგებლის, დარაჯის და სხვა ტექნიკური პერსონალისა, მოეთხოვება:

ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (Microsoft Office Word) დამაკმაყოფილებელი ცოდნა;

გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

გ.ბ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” (I -VI თავი);

გ.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი’ (I-IV,VI, VIII, IX, XIII თავები);

გ.დ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’;

გ.ე) სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება;

გ.ვ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის აპარატის დებულება;

მუხლი 2
 საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი  მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი და არანაკლებ 3-წლიანი საერთო შრომითი სტაჟი.
მუხლი 3
 საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების, სამდივნოს უფროსისა და საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები, კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი და არანაკლებ 1 - წლიანი საერთო შრომითი სტაჟი.
მუხლი 4
საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტის, წამყვანი სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტის და სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა სავალდებულოა  პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები.