დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 42 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260000.35.144.016176 |
|
,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის აგრეთვე ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №14 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 81-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №30 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 21/07/2014; 010260000.35.144.016163) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. ბ) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1. დამტკიცდეს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო სამსახურის დებულება (დანართი №1);“ გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო სამსახურის დებულება“. დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1. საბიუჯეტო სამსახური 1. გამგეობის საბიუჯეტო სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებასა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას. 2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები