,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 19/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.144.016175
 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №41

2014 წლის 3 ოქტომბერი

ქ. ქარელი

 

,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  61-ე  მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, აგრეთვე ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №14 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 81-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №21 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 21/07/2014; 010260030.35.144.016154) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე.კ“ ქვეპუნქტი:

„ე.კ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, თუ მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიაზე დანიშნული არ არის გამგებლის წარმომადგენელი“

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,ა) ადმინისტრაციული სამსახური;“

,,ბ) საბიუჯეტო სამსახური;“

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების,  მატერიალურ - ტექნიკური, საკადრო საკითხთა, აგრეთვე გამგეობის  საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა“.

,,2. საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე გამგეობაში  მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება“.

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 14. გამგებლის წარმომადგენელი

1. გამგებლის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. გამგებლის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. გამგებლის წარმომადგენელის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს გამგებელი.

3.  გამგებლის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

4. გამგებლის წარმომადგენელი:

ა) გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და აგრეთვე მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ბ) გამგებლის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;

გ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

დ) გამგებლის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;

ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს.

ვ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;

ვ) გამგებლის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

ე) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:

,,მუხლი 141. საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების გაცემის წესი

1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. ცნობა გაიცემა მუნიციპალიტეტის სახელით.

2. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.“

ვ)  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 15. თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულები

1. თვითმმართველ ერთეულში შემავალ დასახლებების მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის  საზოგადოებრივი მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით იქმნება თვითმმართველი ერთეულის  ადმინისტრაციული ერთეულები.

2. ქარელის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულებია:

ა) ქალაქ ქარელის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ქალაქი ქარელი);

ბ) დირბის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი დირბი);

გ) აბისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: აბისი, აბისის თავი, ბერძენაული);

დ) ავლევის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ავლევი, ცერონისი,კნოლევი);

ე) ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ახალსოფელი, ოქროსოფელი, სუქითი, ჯაგარაანთ კარი, კუდა ტყე);

ვ) ბრეთის ადმინისტრაციული ერთეული ( სოფლები: ბრეთი, საღოლაშენი, არადეთი, დოღლაური, წვერი);

ზ) ბებნისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბებნისი, ლეთეთი, აფნისი);

თ) დვანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: დვანი, ტახტიძირი);

ი) ბრეძის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბრეძა, აბანო, საციხური, ჭვრინისი, კოდა, ატოცი, გულიკაანთ უბანი);

კ) ზემო ხვედურეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელები: ზემო ხვედურეთი, ქვემო ხვედურეთი, ღვლევი, ქვენაფლავი, ჭანდრები, ხეობა, თრეხვი, მეხეთი, ტყემალა);

ლ) ზღუდრის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზღუდერი, ყინწვისი, სუქანაანთ უბანი, იმერხევი, ორთუბანი, ბანი, ბატიური, მუხილეთი, წითელი სოფელი, ძაძვის მონასტერი, ელბაქიაანთ კარი, არცევი, კოდმანი, აბუხალო, ქვათეთრი, ლოშკინეთი, ტყემლოვანა, წიფლოვანა,

გვერძინეთ, ორბოძალა, ველისციხე);

მ) კეხიჯვრის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: კეხიჯვარი, სამწევრისი, თათანაანთუბანი, სანებელი, ვედრება, ქობესაანთ უბანი, კლდუ, კრობანი);

ნ) მოხისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მოხისი, კოდა ვარდისუბანი, ზემოშაქშაქეთი);

ო) რუისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი რუისი);

პ) ურბნისის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ურბნისი);

ჟ) ფცის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ფცა, თამარაშენი, ქვემო შაქშაქეთი, ღოღეთი);

რ) აგარის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – დაბა აგარა, სოფელი ქვენატკოცა).

ს) გიგანტის ადმინისტრაციული ერთეული – (სამოქმედო ტერიტორია – სასირეთი, ძლევიჯვარი, ბრეთის მეურნეობა).

3. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში უფლებამოსილებას ახორციელებს გამგებლის მიერ დანიშნული წარმომადგენელი“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.