,,ქარელის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის დამტკიცების შესახებ” ქარელის საკრებულოს 2014 წლის 2 მაისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ქარელის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის დამტკიცების შესახებ” ქარელის საკრებულოს 2014 წლის 2 მაისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260040.35.144.016178
44
03/10/2014
ვებგვერდი, 09/10/2014
010260040.35.144.016178
,,ქარელის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის დამტკიცების შესახებ” ქარელის საკრებულოს 2014 წლის 2 მაისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქარელის მუნიციპალიტეტი
 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №44

2014 წლის 3 ოქტომბერი

ქ. ქარელი

 

,,ქარელის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის დამტკიცების შესახებ” ქარელის საკრებულოს 2014 წლის 2 მაისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  61-ე  მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქარელის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის დამტკიცების შესახებ” ქარელის საკრებულოს 2014 წლის 2 მაისის №9 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 05/05/2014; 010260040.35.144.016142) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

,,ე) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულში გამგებლის  წარმომადგენლის ცნობა“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

,,მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის  ცნობა

1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის  ცნობა არის მოთხოვნის საფუძველზე გაცემული საინფორმაციო დოკუმენტი.

2. ცნობა შედგება შესავალისა და საკონსტატაციო ნაწილისაგან. შესავალში მიეთითება ვის და რა მიზნით ეძლევა ცნობა, ხოლო საკონსტატაციო ნაწილში ამომწურავად უნდა იქნეს მოყვანილი ცნობით დადასტურებული საქმის ფაქტობრივი გარემოება.“.

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი  ამოღებულ იქნას.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი