ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 30/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 010340000.35.114.016225
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
44
06/10/2014
ვებგვერდი, 10/10/2014
010340000.35.114.016225
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/10/2014 - 27/11/2015)

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №44

2014 წლის 6 ოქტომბერი

დ. ჩოხატაური

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად,  ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (დანართი თან ერთვის)
მუხლი 2
დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა საკრებულოს აპარატის შტატით გათვალისწინებული თანამდებობების დასაკავებლად.
მუხლი 3
  ატესტაციისას მოხელეთა და კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება განხორციელდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული  საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე



დანართი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა   დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1
1. დადგენილებით განსაზღვრული  საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად, რომელიც თანამდებობათა მიხედვით  მოიცავს:

ა) უმაღლეს, საშუალო განათლებას, სამუშაო გამოცდილებას;

ბ)ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით     საქმისწარმოებას /დოკუმენტის მიღება, შედგენა, გადაგზავნა/;

გ) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარს;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft  Office   Excel, Internet Explorer-ის  სამომხმარებლო დონეზე ცოდნას;

ე) პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამის მენეჯერულ უნარებს.

2. საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოხელისათვის სავალდებულოა შემდეგი სამართლებრივი აქტების მინიმალური ან ზოგადი ცოდნა:

ა)  საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (III, IV, VI  თავები);

ე) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;

ვ) საკრებულოს რეგლამენტი;

ზ)  საკრებულოს აპარატის დებულება.

მუხლი 2
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთათვის მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ა) პროფესიული ცოდნის მოთხოვნები.

ბ) ზოგადი უნარების მოთხოვნები;

გ) პროფესიული უნარების მოთხოვნები;

2. საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების მე-2 მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სამსახურში) მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, სამუშოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.

3. საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების მე-2 მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, თანამდებობაზე (საჯარო ან კერძო სამსახურში) მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.

 4. სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების მეორე მუხლით დადგენილი   მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ საშუალო სპეციალური განათლება ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.