დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.158.016179 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.“ ქვეპუნქტის „ა“ პრიმას და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №8 დადგენილებაში (ვებგვერდი, 16.07.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.158.016153) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
| მუხლი 1 |
1. რეგლამენტის მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16 1. საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურეობრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად. 2. საკრებულოს თვითოეული წევრის მიერ (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორცილებასთან (საკრებულოს სხდომებში, საკრებულოს ფრაქციებსა და კომისიების მუშაობაში მონაწილობის მიღება) დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული მოცულობა შეადგენს თვეში 300 ლარს. 3. ხარჯების განსაზღვრა ხდება ამ თანხის ზღვრული მოცულობიდან: ა) საკრებულოს თვითოეულ წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს ხდომებში მონაწილეობისათვის აუნაზღაურდება ხარჯი არაუმეტეს 100 ლარის ოდენობისა, ფორმა №1-ის შესაბამისად; ბ) საკრებულოს თვითოეულ წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს კომისიების სხდომებში მონაწილეობისათვის აუნაზღაურდება ხარჯი არაუმეტეს 100 ლარის ოდენობისა, ფორმა №2-ის შესაბამისად; გ) საკრებულოს თვითოეულ წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ფრაქციების სხდომებში მონაწილეობისათვის აუნაზღაურდება ხარჯი არაუმეტეს 100 ლარის ოდენობისა ფორმა №3-ის შესაბამისად. 4. ამ დადგენილების მესამე მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს საკრებულოს აპარატი. 5. საკრებულოს აპარტი, საკრებულოს წევრის მიერ განხორციელებული ხარჯების ანაზღაურების ფორმას, საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს ფრაქციების სხდომებში ფაქტობრივი დასწრების მონაცემების (ფორმა №1; №2; №3) საფუძველზე, კალენდარული თვის დასრულებიდან არუმეტეს ხუთი სამუშაო დღისა, წარუდგენს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ფორმა №4 -ის შესაბამისად. 6. საკრებულოს თავმჯდომარე ამტკიცებს ფორმა №4-ს და გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს-ბრძანებას, საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს წევრის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე. 7. საკრებულოს წევრს, საკრებულოს წევრის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული ხარჯები აუნაზღაურდება ყოველთვიურად.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წევრის მიერ ფრაქციის სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების
ფორმა №1
აპარატის უფროსი: (სახელი, გვარი,ხელმოწერა) -----------------------------------------------------------
შენიშვნა: ფორმის წარდგენა ხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივი კომისიის წევრის მიერ კომისიის სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ფორმა №2
აპარატის უფროსი: (სახელი, გვარი,ხელმოწერა) -----------------------------------------------------------
შენიშვნა: ფორმის წარდგენა ხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების საკრებულოს სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ფორმა №3
აპარატის უფროსი: (სახელი, გვარი,ხელმოწერა) ----------------------------------------------------------- შენიშვნა: ფორმის წარდგენა ხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
განხორციელებული ხარჯების ანაზღაურების ფორმა №4 ვამტკიცებ: ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: თამაზ ჟორჟოლიანი ------------------------------------------------- ბ.ა (ხელმოწერა)
------- ---------------------------------- 2014 წ
აპარატის უფროსი: (სახელი, გვარი,ხელმოწერა) ----------------------------------------------------------- შენიშვნა: ნუსხის წარდგენა ხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები