აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო სამმართველოს სატყეო უბნის სპეციალისტის (რეინჯერის) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 03/10/2014
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016110
45
03/10/2014
ვებგვერდი, 09/10/2014
010340000.32.061.016110
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო სამმართველოს სატყეო უბნის სპეციალისტის (რეინჯერის) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო სამმართველოს სატყეო უბნის სპეციალისტის (რეინჯერის) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №45

2014 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო სამმართველოს სატყეო უბნის სპეციალისტის (რეინჯერის) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვიდამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს თანდართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო სამმართველოს სატყეო უბნის სპეციალისტის (რეინჯერის) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                               ახტანგ  ყოლბაია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - სატყეო სამმართველოს სატყეო უბნის სპეციალისტის (რეინჯერის) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი პიროვნული თვისებები: თანამდებობის შესატყვისი ფიზიკური მომზადება, პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი, დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი, ვითარების შეფასებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უნარი.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - სატყეო სამმართველოს სატყეო უბნის სპეციალისტის (რეინჯერის) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:

3.1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება განათლებას სატყეო დარგში);

ბ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Word, Excel, internet) ცოდნა;

გ) უპირატესობა მიენიჭება სამუშაო გამოცდილებას სატყეო დარგში.

3.2. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I, II, III თავები);

ე) „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საქართველოს ტყის კოდექსი“ საქართველოს კანონი;

ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 29 მარტის №21 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - სატყეო სამმართველოს დებულება.