დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.35.158.016180 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/10/2014 - 15/12/2014)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, "საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება, დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს კანდიდატთა პროფესიული უნარების შეფასების (დანართი №2), მოხელის დახასიათებისა (დანართი №3) და საატესტაციო ფურცლის (დანართი №4) ფორმები თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხდდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 5 დეკემბრის №40 დადგენილება (ვებგვერდი, 10/12/2012, სარეგისტრაციო კოდი 010320000.35.158.106104). |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 6 ოქტომბრიდან. |
|
დანართი №1
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო –საატესტაციო კომისიის დებულება თავი I ზოგადი დებულება |
მუხლი 1. გამოყენების სფერო
|
1.ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულება (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების შესაბამისად და განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა (კანდიდატთა) კონკურსის და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესს.
2.ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია საქმიანობს საქართველოს კანონმდებლობის და წინამდებარე დებულების საფუძველზე. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: თავი II. კომისია მუხლი 3. კომისიის მიზანი, ამოცანები და ფუნქციები
1.კომისიის საქმიანობის მიზანია დასაკავებელი თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან კონკურსანტის ან დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან მოხელის შესაბამისობის შეფასება. მუხლი 4. კომისიის შემადგენლობა
1.კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. მუხლი 5. კომისიის მუშაობის წესი
1.კომისიის მუშაობის წესს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე საქართველოს კანონმდებლობის და ამ დებულებიდან გამომდინარე. მუხლი 6. საპრეტენზიო კომისია
1. კონკურსისა ან/და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, კონკურსის ჩატარებისთვის პასუხისმგებელი დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით, შესაძლებელია შეიქმნეს საპრეტენზიო კომისია. მუხლი 7. საკონკურსო–საატესტაციო კომისიის სამდივნო
1. კომისიის საქმიანობის ორგანიზებისა და მუშაობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია შექმნას კომისიის სამდივნო (შემდგომში–სამდივნო).
მუხლი 8. კონკურსის მიზნები და ამოცანები
1. კონკურსის მიზანია ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა. მუხლი 9. კონკურსის გამოცხადება
1. საჯარო კონკურსს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, დაწესებულების ხელმძღვანელის წინადადებით, აცხადებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. მუხლი 10. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა
1.კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr,gov.ge) მეშვეობით. კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით. მუხლი 11. კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირი
1.კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც: მუხლი 12. კონკურსის ჩატარების პროცედურა
1.კონკურსს ატარებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია. მუხლი 13. განცხადების გადარჩევა
1.განცხადების გადარჩევა წარმოადგენს პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით და სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემოწმებას. მუხლი 14. ტესტირება
1. ტესტირება მოიცავს სსიპ ,,საჯარო სამსახურის ბიუროს" უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანებით დამტკიცებულ თემატიკას. მუხლი 15. გასაუბრება
1. კომისიას კანდიდატებთან გასაუბრებისას უფლება აქვს გამოიყენოს წინასწარ შემუშავებული კითხვარი, რომელიც საშუალებას მისცემს მიიღოს ინფორმაცია კანდიდატის უნარ-ჩვევებზე, პროფესიულ კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე, რომელიც საჭიროა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. მუხლი 16. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა და კონკურსის შედეგები
1. კომისია კანდიდატების მიერ ყველა ეტაპის გავლის შემდეგ სხდომაზე განიხილავს საკითხს მათ დაუსწრებლად. მუხლი 17. კონკურსის შედეგების გასაჩივრება
1.პირს უფლება აქვს, კონკურსის შედეგები გაასაჩივროს საპრეტენზიო კომისიაში, ხოლო შემდეგ – სასამართლოში.
მუხლი 18. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
1. ატესტაციას ექვემდებარება: მუხლი 19. ატესტაციის მიზნები
ატესტაციის მიზანია:
1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. მუხლი 21. ატესტაციის ჩატარების პროცედურა
1. ატესტაციას ატარებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. მუხლი 22. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
1.მოხელის შეფასება ხდება ქულათა სისტემით. მუხლი 23. ატესტაციის შედეგები
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. მუხლი 24. ატესტაციის შედეგების გასაჩივრება
1.ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უფლება აქვს, ატესტაციის შედეგები გაასაჩივროს საპრეტენზიო კომისიაში, ხოლო შემდეგ – სასამართლოში. |
დანართი №2
|
კანდიდატთა პროფესიული უნარების შეფასების
(ფორმა ) |
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– შესარჩევი კონკურსი
(თანამდებობის დასახელება)
შენიშვნა: შეფასების ქულათა გამოყენების შემთხვევაში იწერება შესაბამისი ქულები შემფასებლის სახელი, გვარი: –––––––––––––––––––––––––– ხელმოწერა: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №3
|
მოხელის დახასიათება
(ფორმა) |
სახელი, გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დაკავებული თანამდებობა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საატესტაციო პერიოდში შესრულებულ საკითხთა ჩამონათვალი და შედეგების შეფასება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––პროფესიული და ინდივუდუალური ჩვევები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დადებითი და უარყოფითი მხარეები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– წახალისება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– წინადადებები კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების, თანამდებობრივი დაწინაურების,
სპეციალური წოდების ან საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ხელმოწერა ––––––––––––––––––––– თარიღი ––––––––––––––––––––––– |
დანართი №4
|
საატესტაციო ფურცელი
(ფორმა) |
მოხელის სახელი, გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დაკავებული თანამდებობა და დანიშვნის თარიღი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– თანამდებობრივი რანგი, საკლასო ჩინი, სპეციალური წოდება
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– განათლება (სასწავლო დაწესებულება, სპეციალობა, ხარისხი)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– შრომის საერთო სტაჟი (მათ შორის საჯარო სამსახურში) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაცია –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– შენიშვნა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– თარიღი –––––––––––––––––––––––– კომისიის თავმჯდომარე ––––––––––––––––––––––
კომისიის წევრები: |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები