ოქმი საქართველოსა და ბენინის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ

ოქმი საქართველოსა და ბენინის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1960
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2014
ძალაში შესვლის თარიღი 25/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016282
1960
25/09/2014
ვებგვერდი, 08/10/2014
480610000.03.030.016282
ოქმი საქართველოსა და ბენინის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

ოქმი

საქართველოსა და ბენინის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ


საქართველო და ბენინის რესპუბლიკა, შემდგომში „მხარეები“,

გამოთქვამენ რა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების სურვილს,

იღებენ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარებისა და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ.

მხარეები გამოთქვამენ რწმენას, რომ მათ შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარება შეესაბამება ორივე ქვეყნის ინტერესებს.

ეს ურთიერთობები არ არის მიმართული რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ და ისინი ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობისა და მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებას.

მხარეები ხელმძღვანელობენ საერთაშორისო სამართლის პრინციპებით, კერძოდ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიაში ჩამოყალიბებული მიზნებითა და პრიცნიპებით, როგორიცაა სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობა,  სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობები, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და სახელმწიფოთა საზღვრების ურღვევობა, სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ თავიანთ დიპლომატიურ ურთიერთობებს დააფუძნებენ  „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის 1961 წლის 18 აპრილის კონვენციასა და „საკონსულო ურთიერთობათა შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციაზე.

წინამდებარე ოქმი ძალაში შედის  ხელმოწერისთანავე.

ხელმოწერილია სამ იდენტურ ეგზემპლარად, ქართულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია, თარგმანში განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

                                                                           

                                                                                                       ნიუ-იორკი, 2014 წლის 25 სექტემბერი

საქართველოს სახელით                                                               ბენინის რესპუბლიკის სახელით

 

მისი აღმატებულება ქალბატონი                                          მისი აღმატებულება

მაია ფანჯიკიძე                                                                      ბატონი ჟან-ფრანსის რეჟი ზინსუ

საგარეო საქმეთა მინისტრი                                                          ელჩი, მუდმივი წარმომადგენელი