ოქმი დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და სან ტომე და პრინსიპის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის

ოქმი დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და სან ტომე და პრინსიპის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის
დოკუმენტის ნომერი 1975
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2014
ძალაში შესვლის თარიღი 12/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016281
1975
12/09/2014
ვებგვერდი, 08/10/2014
480610000.03.030.016281
ოქმი დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და სან ტომე და პრინსიპის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

ოქმი

დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ საქართველოსა და სან ტომე და პრინსიპის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის


საქართველო და სან ტომე და პრინსიპის დემოკრატიული რესპუბლიკა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,

გამოხატავენ რა საერთო სურვილს, განავითარონ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, იღებენ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების ელჩების დონეზე დამყარებისა და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ.

მხარეები დარწმუნებულნი არიან, რომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და სან ტომე და პრინსიპის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის შეესაბამება ორი სახელმწიფოს ინტერესებს, არ არის მიმართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრებას.

მხარეები, ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული სხვა ნორმებითა და პრინციპებით, თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების შესაბამისად.

მხარეები თანხმდებიან, დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდეს 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად, ხოლო საკონსულო ურთიერთობები დამყარდეს 1963 წლის 24 აპრილის საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად.

წინამდებარე ოქმი ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

შესრულებულია ქ. ნიუ იორკში 2014 წლის ­­­12 სექტემბერს ქართულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. წინამდებარე ოქმის განმარტებისას წამოჭრილი უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

    

 საქართველოს სახელით                                            სან ტომე და პრინსიპის                             

                                                                                  დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით    

მისი აღმატებულება,                                                 მისი აღმატებულება, ბატონი კარლოს                                                                            

ბატონი კახა იმნაძე ელჩი,                                         ფილომენო აგოსტინიო დას ნევისი

მუდმივი წარმომადგენელი                                        ელჩი, მუდმივი წარმომადგენელი