დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/291 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016349 |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
|
1.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 07/03/2014, 040030000.22.024.016315) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების მიზნით ტრენინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების, უწყებათშორისი კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების უზრუნველყოფა, მათ შორის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთათვის.“; ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჭ“ ქვეპუნქტი: „ჭ) დებულებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად ატარებს ტრენინგებს, სემინარებს, სამუშაო შეხვედრებს, უწყებათშორის კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებს, მათ შორის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთათვის.“. |
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 3 ოქტომბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები