„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების განსაზღვრის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016178
43
03/10/2014
ვებგვერდი, 07/10/2014
010250020.35.108.016178
„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების განსაზღვრის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი
 
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 43

2014 წლის 3 ოქტომბერი

ქ. სენაკი

„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების განსაზღვრის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

     „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების განსაზღვრის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №24 დადგენილებაში (ვებგვერდი, 01/08/2014წ,. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.108.016159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ა) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცებულ იქნეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების (საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის და ა. შ.) განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ლიმიტი (ზღვრული ოდენობა) - 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, საშემოსავლო გადასახადის დაკავების გარეშე.".

  ბ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაევალოს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლიდან.“.

2. დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილებადრი კალანდარიშვილი