დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/10/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/10/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.173.016044 |
|
,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში (ვებგვერდი, 17/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.173.016002) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის (დებულება): |
1.
მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტიდან მოღებულ იქნეს სიტყვები ,,და ინსპექტირებისა“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი) შიდა აუდიტის სამსახური.“ |
2.
მე-12 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის მერიის მიზნების მიღწევისას საბიუჯეტო სახსრების და რესურსების კანონიერად, გამჭვირვალედ, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენების უზრუნველყოფა. ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრისა და პრევენციის, ფინანსური და ოპერაციული ინფორმაციის თაობაზე სრულყოფილი, ამომწურავი და სანდო ანგარიშგების უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა დისციპლინის დაცვის კონტროლი’’. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები